Friday, October 4, 2019

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე






ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე -
"ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში"


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის 
 სამუშაო  პროგრამა/განრიგი 


წრის  სახელწოდება:    „ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში“;
წრის ხელმძღვანელი:   გიული ბადუაშვილი
სკოლა: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი: V-XII კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 
წრის მიზანი: საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა-განმტკიცება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იცოდნენ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ  ისტ-ით სარგებლობის  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი.
წრის ხანგრძლივობა: 2019 სასწავლო წლის  პირველი სემესტრი, 12 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: giulibaduashvili@gmail.com



ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის მეცადინეობის გეგმა
2019 სასწავლო  წელი


მეცადინეობის  ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი


თარიღი
თემის დასახელება
16.09. 2019
საორგანიზაციო საკითხები;  წრის მუშაობის გეგმის გაცნობა.
23.09.2019
საქაღალდის, ქვესაქაღალდის და ფაილის შექმნა; Word–ის ფაილთან მუშაობა: ამოჭრა, კოპირება, ჩასმა, შრიფტის ზომა, ფერი და ფორმა; ტექსტის დანომვრა; სიმბოლოების ჩასმა; მოც. ტექსტებზე მუშაობა.
30.09.2019
Word–ის ფაილში ცხრილების ჩასმა; ცხრილის ფორმატირება; ტექსტში სურათის ჩასმა და მასზე მოქმედებები. სავარჯიშოს შესრულება.
07.10.2019
დოკუმენტის სტრუქტურის განსაზღვრა; SmartArt; სარჩევის, სანიშნეების  და ჰიპერბმულების შექმნა. სავარჯიშოს შესრულება.
14.10.2019
ტექსტზე მუშაობა; გვერდის პარამეტრების განსაზღვრა; ფიგურების ჩასმა (ხატვა); ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა; სკანირება.
21.10.2019
ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა; მონაცემთა შეტანა ელექტრონულ ცხრილში; მონაცემთა ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და მათ შორის განსხვავება; სავარჯიშოს შსრულება.
28.10.2019
ფორმულების გამოყენება.  უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება სხვა უჯრების შიგთავსზე; დიაგრამები და მათი სახეობები; მონაცემების გაფილტვრა და დალაგება. სავარჯიშოს შესრულება.
04.11.2019
საპრეზენტაციო პროგრამა- სლაიდების შექმნა; დიზაინი; ანიმაციები; სლაიდში სურათის ცხრილის, SmartArt-ისა და დიაგრამის ჩასმა. სლაიდის გაშვება. სავარჯიშოს შესრულება.
11.11.2019
პრეზენტაცია თემაზე: საქართველოს კუთხეები;
18.11.2019
საძიებო სისტემები-გუგლიძიება გუგლის გამოყენებით; ბრაუზერებთან მუშაობა. სურათების გადმოწერა; პროგრამის ინსტალაცია.
ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა. ბლოგის შექმნა.
25.11.2019
ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგები, შეჯამება.