Friday, October 4, 2019

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე






ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრე -
"ისტ- ჩვენს ცხოვრებაში"


ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების  წრის 
 სამუშაო  პროგრამა/განრიგი 


წრის  სახელწოდება:    „ისტ-ი ჩვენს ცხოვრებაში“;
წრის ხელმძღვანელი:   გიული ბადუაშვილი
სკოლა: სსიპ საგარეჯოს მუნიციპალიტეტი სოფელ დიდი ჩაილურის საჯარო სკოლა
მიზნობრივი ჯგუფი: V-XII კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა რაოდენობა 
წრის მიზანი: საწრეო მუშაობის მიზანია მოსწავლეებმა შეძლონ კომპიუტერული უნარ-ჩვევების შეძენა-განმტკიცება. თვალსაჩინოებების შექმნა და გამოყენება. იცოდნენ ისტ-თან დაკავშირებული ცნებები და ფლობდნენ შესაბამის ოპერაციებს და კომუნიკაციის ციფრულ საშუალებებს, გააცნობიერონ  ისტ-ით სარგებლობის  სოციალური, ეთიკური, გარემოს დაცვასთან და ადამიანურ ფაქტორთან დაკავშირებული პრობლემები, ყოველივე ეს დაეხმარება მათ აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში და სხვადასხვა საგნების პრეზენტაციისათვის.
მოკლე მიმოხილვა: წრის გეგმა მოიცავს საოფისე პროგრამების და ინტერნეტის პრაქტიკულად გამოყენებას. წრის მუშაობა ხელს შეუწყობს მოსწავლეებში კომპიუტერული უნარ-ჩვევის განმტკიცებას, მოსწავლეების მოტივაციის ამაღლებას. მათ განუვითარდებათ დამოუკიდებლად მუშაობის, ახალი ინფორმაციის მოძიების და პრაქტიკულად მისი გამოყენების უნარი.
წრის ხანგრძლივობა: 2019 სასწავლო წლის  პირველი სემესტრი, 12 შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი.
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: giulibaduashvili@gmail.com



ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წრის მეცადინეობის გეგმა
2019 სასწავლო  წელი


მეცადინეობის  ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი


თარიღი
თემის დასახელება
16.09. 2019
საორგანიზაციო საკითხები;  წრის მუშაობის გეგმის გაცნობა.
23.09.2019
საქაღალდის, ქვესაქაღალდის და ფაილის შექმნა; Word–ის ფაილთან მუშაობა: ამოჭრა, კოპირება, ჩასმა, შრიფტის ზომა, ფერი და ფორმა; ტექსტის დანომვრა; სიმბოლოების ჩასმა; მოც. ტექსტებზე მუშაობა.
30.09.2019
Word–ის ფაილში ცხრილების ჩასმა; ცხრილის ფორმატირება; ტექსტში სურათის ჩასმა და მასზე მოქმედებები. სავარჯიშს შესრულება.
07.10.2019
დოკუმენტის სტრუქტურის განსაზღვრა; SmartArt; სარჩევის, სანიშნეების  და ჰიპერბმულების შექმნა. სავარჯიშოს შესრულება.
14.10.2019
ტექსტზე მუშაობა; გვერდის პარამეტრების განსაზღვრა; ფიგურების ჩასმა (ხატვა); ბეჭდვისწინა დათვალიერება, დოკუმენტის ბეჭდვა; სკანირება.
21.10.2019
ელექტრონული ცხრილის სტრუქტურა; მონაცემთა შეტანა ელექტრონულ ცხრილშიმონაცემთა ტიპები (ტექსტური, რიცხვითი, ფორმულა, თარიღი) და მათ შორის განსხვავებასავარჯიშოს შსრულება.
28.10.2019
ფორმულების გამოყენება.  უჯრის შიგთავსის დამოკიდებულება სხვა უჯრების შიგთავსზედიაგრამები და მათი სახეობებიმონაცემების გაფილტვრა და დალაგება. სავარჯიშოს შესრულება.
04.11.2019
საპრეზენტაციო პროგრამა- სლაიდების შექმნა; დიზაინი; ანიმაციები; სლაიდში სურათის ცხრილის, SmartArt-ისა და დიაგრამის ჩასმა. სლაიდის გაშვება. სავარჯიშოს შესრულება.
11.11.2019
პრეზენტაცია თემაზე: საქართველოს კუთხეები;
18.11.2019
საძიებო სისტემები-გუგლიძიება გუგლის გამოყენებით; ბრაუზერებთან მუშაობა. სურათების გადმოწერა; პროგრამის ინსტალაცია.
ელექტრონულ ფოსტასთან მუშაობა. ბლოგის შექმნა.
25.11.2019
ჩატარებული საწრეო სამუშაოების შედეგები, შეჯამება.